ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
Laura Manukyan has not set their biography yet
მაი
17

ჭადრაკი თამაშისთვის, მათემატიკა – ცხოვრებისთვის

ზოგჯერ მასწავლებლები ექსპონენციალური ფუნქციების ახსნისას იყენებენ ლეგენდას „მათემატიკა ჭადრაკში“. მითი მოგვითხრობს ინდოელ მათემატიკოსზე, რომელმაც ჭადრაკი გამოიგონა. ინდოეთის მეფეს ისე მოეწონა თამაში, რომ მათემატიკოსს შესთავაზა, სახელიც თავად დაერქმია საკუთარი თამაშისთვის და ჯილდოც დაესახელებინა. გამომგონებელმა უპასუხა: „ჩემი სურვილი  მარტივია. ჭადრაკის დაფის თითოეული კვადრატისთვის ბრინჯის მარცვლები მომეცით. ოღონდ ისე, რომ პირველ კვადრატზე ერთი მარცვალი იდოს,  მეორეზე ორი, მესამეზე ოთხი და ასე შემდეგ. ყოველ შემდეგ კვადრატზე წინაზე  ორჯერ მე...
Rate this blog entry:
Continue reading
419
0 Comments
Write a Comment
მარ
25

ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპიდემია სომხეთის შრომის ბაზარზე

სტატია ეფუძნება საველე კვლევებსა და ინტერვიუებს IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) ექსპერტებთან. განვითარებული ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და ასეთი სწრაფი განვითარების პირობებში, ონლაინ სამყაროს ცვალებადმა ხასიათმა ჩვენი ცხოვრებაც მკვეთრად შეცვალა. ეჭვგარეშეა, რომ წლების განმავლობაში, ტექნოლოგიების მეშვეობით, არაჩვეულებრივი და საჭირო რესურსები შეიქმნა, რამაც ნებისმიერი ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი გახადა. კომპიუტერულმა პროგრამებმა მსოფლიო მოიცვა და რასაკვირველია, IT სფეროს პროფესიონალებისათვის ეს არაჩვეულებრივია. IT პროფესიონალები მხოლოდ Faceebok-სა დ...
Rate this blog entry:
Continue reading
445
0 Comments
Write a Comment
ნოე
20

შეიძლება თუ არა ფულით ბედნიერების ყიდვა? კვლევა ერევნის მაგალითზე

უკვე ოთხი წელია, ერევანში აღარ ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში, რამდენჯერაც ჩემს ქალაქში დავბრუნდი, უფრო და უფრო მეტი კაფე  (თანაც ძვირადღირებული და გაპრანჭული) შევნიშნე. დროთა განმავლობაში, ისიც შევამჩნიე, რომ კაფეების მომხმარებელთა რაოდენობაც იმატებს. ჰოდა, დავინტერესდი, მეჩვენება თუ ყველაფერი მართლაც ასეა. განსაკუთრებით ის პარადოქსული ფაქტი მაბნევს, რომ ხალხი ხელფასებსა და ცხოვრების პირობებზე გამუდმებით წუწუნებს, მაგრამ კაფეებში ფულის ხარჯვას მაინც არ ერიდებიან. ამის სანაცვლოდ ფული რომ დაეზოგათ და ცხოვრების პირობები გრძელვადიან პერიოდში გაეუმჯობე...
Rate this blog entry:
Continue reading
711
0 Comments
Write a Comment
ივნ
18

ქართველი და სომეხი „საბრალონი“ და „თავზეხელაღებულნი“ ქუჩაში გადიან

საქართველოსა და სომხეთის მმართველი პარტიები სულ ცოტა ხნის წინ ტკბებოდნენ რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებლით. 2017 წელს სომხეთის შთამბეჭდავი, 7.5%-იანი და საქართველოს შედარებით მოკრძალებული 5%-იანი ზრდა ქებას ნამდვილად იმსახურებს. თუმცა ნიშნავს კი რამეს ეს რიცხვები ქართველებისა და სომხების უმრავლესობის ობიექტური კეთილდღეობისთვის? როგორ მოქმედებს მშპ-თი გაზომილი ეკონომიკური ზრდა ადამიანთა ბედნიერების სუბიექტურ აღქმაზე? რა კავშირშია ეს რიცხვები კრიმინალის დონესთან,  საზოგადოების სურვილთან, იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ან მათ სწრაფვასთან სოციალური სა...
Rate this blog entry:
Continue reading
921
0 Comments
Write a Comment
დეკ
23

ვის შეხვდება გაზრდილი ნამცხვარის მსუყე ნაჭერი?

2017 წელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება საქართველოსთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 5%-ია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოლოდინებსა და ადრეულ პროგნოზებს აჭარბებს. საქსტატის მიერ I და II კვარტლების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 4.9%-ია. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ III კვარტალში ეკონომიკა საქსტატის წინასწარ შეფასებაზე (4.4%) მეტად გაიზრდება. ბუმი მხოლოდ საქართველოში არ არის. ფაქტობრივად, საქართველო მისდევს იმ ...
Rate this blog entry:
Continue reading
1206
0 Comments
Write a Comment
სექ
18

სწრაფი და ნაადრევი გადაწყვეტილებები ყოველთვის გონივრული როდია!

დედაჩემს 22 წლის ასაკში  უკვე თითზე ბეჭედი ეკეთა, ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი და ძალიან ცხადი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ცხოვრებაზე. მე ჯერ არ დავოჯახებულვარ,  თუმცა  ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გავხდე ეკონომისტი – უკვე მივიღე. ეს 22 წლისამ გადავწყვიტე, რაც ბანკში ვიმუშავე (და მივხვდი, რომ ვერ ვიტანდი). თუმცა ჩემი ბევრი მეგობარი კვლავ ადრეულ ასაკში მიღებული პროფესიული და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების ტყვეობაშია, იმ წლებში გადადმული ნაბიჯების ტყვეობაში, როცა ჯერ კიდევ არ იცი, ვინ ხარ და რა პოტენციალი გაქვს. ყოველთვის ვფიქრობდი...
Rate this blog entry:
Continue reading
1320
0 Comments
Write a Comment

Our Partners