ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
16

საქართველო – ქვეყანა პოლონეთსა და კორეას შორის

ამ სტატიის პირველ ნაწილში (რომლის ნახვა შეგიძლიათ The Financial-ის ვებგვერდზე) მე აღვწერე სოციალური კეთილდღეობის სისტემისგან გამოწვეული ზოგიერთი საზიანო სტიმული. შემდეგ განვიხილე, რომ სიმონ კუზნეცის ცნობილი პარადიგმის თანახმად, როდესაც ქვეყანა შედის ზრდის ტრაექტორიაში (როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2003 წელს), მზარდი უთანასწორობის თავიდან აცილება ძნელია და დავასაბუთე, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოსთვის უთანასწორობასთან სოციალური კეთილდღეობის საზომებით ბრძოლის პოლიტიკა, სულ მცირე, ამბივალენტურია (რომ აღარაფერი ვთქვათ საეჭვოზე). ამ თვალ...
Rate this blog entry:
Continue reading
2041
0 Comments
Write a Comment
ივნ
09

გზაჯვარედინი - შემოსავლების გადანაწილება ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ

ერთ დღეს სოფელში, მეზობლებმა ტელევიზორები, მაცივრები, სატელიტური ანტენები და სარეცხი მანქანები გადმოიტანეს ჩემს სახლში. რომ გავარკვიე, აღმოჩნდა რომ ისინი ამ ნივთებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უმალავდნენ, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამებოდა მათი საცხოვრებელი პირობები სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს. მოგვიანებით, მათთან ლაპარაკის დროს, აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთმა მეზობელმა ძროხაც კი გაყიდა, სოციალური შემწეობის მისაღებად. „ძროხის შენახვა ძვირი ჯდება და არც მუდმივ შემოსავალს უზრუნველყოფს“ მიპასუხეს მათ. ზოგიერთმა მათგანმ...
Rate this blog entry:
Continue reading
3151
0 Comments
Write a Comment
აპრ
21

შეძლებს კი საქართველო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას?

რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩმა, მისმა აღმატებულება იუვალ ფუქსმა ISET-ში სტუმრობისას ისაუბრა ისრაელის საოცარ გარდაქმნაზე — აგრარული სახელმწიფოდან ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ელჩის თქმით, თუ მის ახალგაზრდობაში ისრაელი ცნობილი იყო ფორთოხლის წარმოებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორს დღესდღეობით მრავალ ასპექტში ამერიკისა და ევროპის ინდუსტრიებიც კი ვერ უწევენ ღირსეულ კონკურენციას. მეტიც, NASDAQ-ზე ისრაელის 60-ზე მეტი კომპანიის ფასიანი ქაღალდები იყიდება. ეს რიცხვი აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის ანალოგიუ...
Rate this blog entry:
Continue reading
3203
0 Comments
Write a Comment
მარ
03

საქართველო - „კავკასიური ვეფხვი“?

14 თებერვალს საქარათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების პროექტი - საქართველო 2020 გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი მოიცავს მომავალი რამდენიმე წლის სოციო-ეკონომიკური გამოწვევების ანალიზსა და მათთან გამკლავების სტრატეგიას. დოკუმენტის თანახმად, ძირითად მიზანს ქვეყნის სტაბილური და ინკლუზიური ზრდის მიღწევა წარმოადგენს. სტრატეგიას ლაიტმოტივად ახალი მთავრობის ეკონომიკური პრინციპები გასდევს. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ბაზრების თვითრეგულირებისა და ეფექტიანობის რწმენა აქ ნაკლებად იგრძნობა. მეტიც, სოციო-ეკონომი...
Rate this blog entry:
Continue reading
2319
0 Comments
Write a Comment
იან
24

ვაშინგტონის კონსენსუსი და საქართველო

... ანუ რეფორმების ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების?! ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯოზეფ სტიგლიცმა, რომელიც მსოფლიოში უნივერსალურად მიღებული განვითარების თეორიების მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა, ერთხელ საკუთარი შეხედულება ამ ეკონომიკურ სტრატეგიებთან  დაკავშირებით რიტორიკული შეკითხვით შეაჯამა: „ჩვენ ვიწვნიეთ [რეფორმების] ტკივილი, მაგრამ როდის მოვიმკით მათ ნაყოფს?!“ სტიგლიცის აზრით, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები საწყის ეტაპზე, უკეთესი მომავლის შექმნის პირობით, დიდ მსხვერპლს მოითხოვს განვითარებადი ქვეყნებისგან, რაც საზოგადოების ზოგიერთი ნაწილის...
Rate this blog entry:
Continue reading
3496
0 Comments
Write a Comment
ოქტ
25

დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში

ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სამუელ ჰანთინგტონი წიგნში „მესამე ტალღა: დემოკრატიზაცია მეოცე საუკუნის ბოლოს“ (1991 წელი) მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში დაფიქსირებულ დემოკრატიზაციის სამ ტალღას აღწერს. პირველი ტალღის შედეგად წარმოიქმნა კლასიკური დემოკრატიის მქონე ქვეყნები, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ჩრდილოეთ ამერიკა. ამავე ტალღას მიეკუთვნებიან  ხანგრძლივი დემოკრატიზაციის პროცესები საფრანგეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, რომლებიც მე-19 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემოკრატიზაციის მეორე ტალღა მოიცავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, როდ...
Rate this blog entry:
Continue reading
4069
2 Comments
Write a Comment

Our Partners