ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
დეკ
20

სადღესასწაულო საჩუქარი ქვეყანას: იყიდე წვრილმანი, ადგილობრივი, ქართული!

და, აი, კიდევ ერთხელ დადგა ახალი წელი და მთელი საქართველო ემზადება, აწყობენ სამოგზაურო გეგმებს, ამზადებენ კაკალს გოზინაყისთვის, ყიდულობენ საჩუქრებს მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის. საჩუქრები ახალი წლისა და შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, საშუალებას გვაძლევს, გავანებივროთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და ისე დავიწყოთ ახალი წელი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ნოემბერ-დეკემბერი არის ყველაზე აქტიური თვეები სამომხმარებლო საქონლის შესაძენად. აღარაფერს ვამბობთ ევროპასა და აშშ-ზე. სტატისტიკ...
Rate this blog entry:
Continue reading
2225
0 Comments
Write a Comment
დეკ
12

რუსულ-თურქული დრამა – საშობაო საჩუქარი ქართული ეკონომიკისთვის?

„ლახვარი ზურგში“ და მისი „მძიმე შედეგები“ 24 ნოემბერს, თურქეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა ჩამოაგდო რუსული სუ-24, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა თურქეთის საჰაერო სივრცეში. ერთი პილოტი მოკვდა, მეორე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა. ვლადიმერ პუტინმა ეს ფაქტი ზურგში ლახვრის ჩაცემად მონათლა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყური არ ათხოვა თურქეთის გაფრთხილებებს მისი საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უდარდელად განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო ბოდიშს თურქეთი კი არა, რუსეთი უნდა იხდიდეს. მომხდარის შემდეგ გამართულ ...
Rate this blog entry:
Continue reading
2268
0 Comments
Write a Comment
ნოე
23

საქართველოს მაოხრებელი ნეპოტიზმი

ქართულ მედიაში ხშირად წააწყდებით ნეპოტიზმის შესახებ ამბებს და ამ ამბების მთავარი მოქმედი გმირების სასაცილო განმარტებებს. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს წაუყენეს ნეპოტიზმის ბრალდებები, მან უპასუხა: „თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“ როდესაც ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლის 23 წლის ძმა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „მას დიდი ხანია იცნობს და სხვა ალტერნატივას არც განიხილავდა, რადგან იცოდა ...
Rate this blog entry:
Continue reading
2173
0 Comments
Write a Comment
ნოე
16

ნაკლები ბიუროკრატია კარგია, მაგრამ არა საკმარისი!

„რატომ ვეცემით, ბრუს? წამოდგომა რომ ვისწავლოთ,“ – თომას ვეინი შვილს (ბეტმენი). წინა წლებში საქართველოს მთავრობა ამაყობდა, რომ საქართველოს წამყვანი ადგილი ეკავა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის  ინდექსში. ინვესტორებმა, პოლიტიკოსებმა თუ ეკონომიკის მიმომხილველებმა ეკონომისტის მსგავს გამოცემებში დაიწყეს სვეტების დამატება , სადაც ნახავდით მთელგვერდიან რეკლამებს, თუ რატომ არის საქართველო „განსხვავებული“ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, როდესაც საქმე ბიზნესის კეთებას ეხება. ფრაზა „საქართველო განსხვავებულია, რადგან ბოლო 5 წელია ჩვენ ვართ  მსოფლი...
Rate this blog entry:
Continue reading
2185
1 Comment
Write a Comment
ნოე
07

ქართული ჩაი: ძალა ერთობაშია

მრავალწლიანი ქაოსისა და სრული კოლაფსის შემდეგ, საქართველოს ერთ დროს სახელოვან ჩაის მრეწველობას ისევ დაეტყო სიცოცხლის ნიშან-წყალი. სულ უფრო მეტ ადამიანსა თუ ბიზნესს (ძირითადად ძალიან მცირეს, თუმცა ზოგიერთ საკმაოდ ამბიციურს. მაგალითად, „გურიელის“ ბრენდით ცნობილ ჯეოპლანტს) მოჰყავს, ამუშავებს და აფასოებს ჩაის. მთავარ მწარმოებელ ქვეყნებსა და საერთაშორისო ბრენდებთან კონკურენციის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არსებული სახელის გამო ქართულ ჩაის აქვს ექსპორტის დიდი პოტენციალი. მართალია, პოტენციალი არსებობს, მაგრამ გაურკვეველია, სექტორის განვითარები...
Rate this blog entry:
Continue reading
2842
0 Comments
Write a Comment
ოქტ
03

ქართული ღვინო: თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის

„შენ ამბობ, რომ ხაფანგი არსებობს.“ „რა თქმა უნდა, არსებობს, – უპასუხა პროფესორმა დანეკამ, – ხაფანგი-22. ყველა, ვისაც უნდა თავი დააღწიოს ბრძოლის ვალდებულებას, სულაც არაა გიჟი“. ჯოზეფ ჰელერი, „ხაფანგი-22“ „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“.   ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის 2013 და 2014 წლები წარმატებული იყო, რადგან კვლავ გაიხსნა რუსული ბაზარი. ექსპორტი და ყურძნის ფასი უეცრად გაიზარდა. დივერსიფიკაციის შესახებ საუბრების მიუხედავად, სულ რაღაც 2 წელიწადში რუსეთის წილი ქართული ღვინის საერთო ექსპორტში 0-დან 68%-მდე გაიზარდა. გრაფიკი #1: ქართული ღ...
Rate this blog entry:
Continue reading
3237
0 Comments
Write a Comment

Our Partners