ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მარ
22

ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, „დიდი მონაცემები“ კაცობრიობისთვის: მონაცემების ალტერნატიული წყაროების გამოყენება ტურიზმის განვითარებისათვის

  თბილისში არაერთი შესანიშნავი შენობაა, მაგრამ იცით, ტურისტები რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას? ან თუ დაფიქრებულხართ, რომელია მოგზაურების საყვარელი ქართული კერძი ან ღვინო? მონაცემთა შეგროვების თანამედროვე  ინსტრუმენტებისა და მეთოდების წყალობით ახლა უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ ხაჭაპური ტურისტების ყველა დროის საყვარელი საჭმელია. 2018 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (GNTA), Windfor’s-ის კომუნიკაციების სააგენტოსთან ერთად წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „ემოციები არის საქართველო“, რათა განესაზღვრათ, რა მოსწონთ ტურისტებს ყვე...
Rate this blog entry:
Continue reading
596
0 Comments
Write a Comment
დეკ
04

შენი სტუმარი ჩემი სტუმარია ანუ რატომ არ არის ტურიზმი ნულოვანი ჯამის თამაში

სამხრეთ კავკასიას მაღალი მთები ჰყოფს, რომლებიც ხშირად ხდება გადაულახავი პოლიტიკური საზღვრები და ეთნიკური კონფლიქტების ზონა. რეგიონში სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ერთად სამი არაღიარებული ტერიტორიაცაა. ნახიჭევანს აზერბაიჯანისგან სომხეთის სიუნიკის რეგიონი ჰყოფს. სომხეთის საზღვრები აზერბაიჯანსა და თურქეთთან კი პოლიტიკური მიზეზების გამო დაკეტილია. მართალია, პოლიტიკურად ერთ ადგილს ტკეპნიან, მაგრამ სამხრეთ კავკასიის რეგიონული გაერთიანების ეკონომიკური არგუმენტები მართლაც რომ ძლიერია. ერთი რამ ცხადია, ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის უმთავრესი გზებ...
Rate this blog entry:
Continue reading
1695
0 Comments
Write a Comment
ივნ
12

გინდა, გამდიდრდე? აქციე ბათუმი შენს „მეორე სახლად“!

საქართველო პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა – 2016 წელს ქვეყანამ 6.3 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. 2017 წლის მაისში, საერთაშორისო ტურისტების (ვინც ქვეყანაში 24 საათი და მეტი ჩერდება) რაოდენობა წლიური 19%-ით გაიზარდა (2016 წლის მაისთან შედარებით). რა თქმა უნდა, ქვეყნის ძირითად სასაზღვრე პუნქტად კვლავ თბილისის აეროპორტი რჩება, თუმცა  მაისში ბათუმის აეროპორტმა გაუსწრო ქუთაისის აეროპორტს, რომელიც დაბალფასიანი ფრენებითაა პოპულარული – ბათუმის აეროპორტში ჩამომსვლელების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. ამ კონკრეტულ თვეში ასეთი ზრდის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ლეგენდარუ...
Rate this blog entry:
Continue reading
1932
0 Comments
Write a Comment
ივნ
10

საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობა – ზომიერება თუ ხელგაშლილობა?

მომდევნო შაბათ-კვირას ბაქო მის ისტორიაში უკვე მეორედ უმასპინძლებს ფორმულა 1-ის გრან პრის. ავტორბოლებზე შეყვარებულმა და იმ ფაქტით აღტაცებულმა, რომ ცხოვრებაში პირველად დავესწრები რბოლას (და ვესტუმრები ბაქოს), გადავწყვიტე, შემესწავლა ასეთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ეფექტი მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე. 2017 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონატი 20 ქვეყანაში ჩატარდება. მათგან 19 ქვეყანა მსოფლიოს 15 წამყვან ქვეყანას შორის არის მშპ-ის მიხედვით ან ნავთობის/გაზის მომპოვებლები არიან. ერთადერთი გამონაკლისია უნგრეთი (რომელიც არც ნავთობის მომპოვებელია და მშპ-ის მიხე...
Rate this blog entry:
Continue reading
1247
0 Comments
Write a Comment
დეკ
13

ემუქრება თუ არა საქართველოს სასტუმროების ჭარბი მიწოდება?

საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლები ცოტა ხნის წინ ლუქს-კლასის სასტუმროს „ბილტმორ ჰოტელ თბილისის“ გრანდიოზული გახსნის მოწმენი გახდნენ. „დაბი ჯგუფის“ $140-მილიონიანი ინვესტიციით ბაზარზე 214 ლუქსოთახი გაჩნდა. გახსნის ცერემონია, რომელიც 2 მლნ. აშშ დოლარი დაჯდა, უზარმაზარი შენობა და ცენტრალური ადგილმდებარეობა – ამ სასტუმროს ბაზარზე შემოსვლა საკმაოდ თვალშისაცემი იყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თუ დავუჯერებთ, წელს ნაკლებად პომპეზურად კიდევ 37 ახალი სასტუმრო გაიხსნა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს რომ სასტუმროების ბაზარს 1472 ახალი ოთახი შეემატ...
Rate this blog entry:
Continue reading
1814
0 Comments
Write a Comment
ოქტ
17

ხაჭაპურის ინდექსი, გაცვლითი კურსის დინამიკა და საერთაშორისო ტურიზმი

ხაჭაპურის ინდექსის გრაფიკზე (ადგილობრივებისთვის) ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ  ქართული სოფლის მეურნეობის მთელი ამბავი შევიტყოთ. ზამთრის სუსხიან თვეებში საკუთარი თავის იმედად მიტოვებული ძროხები ძალიან ცოტა რძეს იწველიან, რის გამოც რძის ნაწარმის ფასები კატასტროფულად იზრდება. ადრეულ გაზაფხულზე კი პირიქით, მზიანი ამინდების გამოჩენისა და საძოვრების გამწვანებისთანავე, რძის საბაზრო ფასები უკიდურესად მცირდება. მსხვილმასშტაბიანი ინდუსტრიული რძის წარმოების (რომელიც ასე ძლიერ არ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებსა და ამინდზე) არარსებობის გამო, ფასე...
Rate this blog entry:
Continue reading
1341
0 Comments
Write a Comment

Our Partners