ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
დეკ
24

თუ სადღესასწაულო საჩუქრები ასეთი არაეფექტიანია, რაღატომ ვყიდულობთ მათ?

25 დეკემბერს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი (დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი) შობას1 აღნიშნავს. ტრადიციულად, ეს სეზონი საჩუქრების ყიდვასთან ასოცირდება. საშობაო საჩუქრების შეძენაში უზარმაზარი თანხები იხარჯება! მაგალითად, 2018 წელს აშშ-ში საშობაო საჩუქრების მოსალოდნელი დანახარჯი2 ერთ ადამიანზე 885 აშშ დოლარს უტოლდება, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის წლიური შემოსავლის დაახლოებით 2.8%-ია. თუ ამ გამოთვლებით ვიმსჯელებთ და ამ მოდელს ქართული ოჯახების შემოსავლებს მოვარგებთ, საახალწლო საჩუქრებზე ერთ ოჯახში საშუალოდ დაახლოებით 372 ლარი უნდა იხარჯებო...
Rate this blog entry:
Continue reading
577
0 Comments
Write a Comment
დეკ
14

ვის უფრო ხშირად ასაქმებენ, გიორგის და მარიამს თუ არტურს და ზეინაბს?

ყველაფერი ჩემი სამაგისტრო ნაშრომით დაიწყო, რომლის საშუალებითაც ვეცადე, საქართველოში ეთნიკურ ქართველებსა და უმცირესობებს შორის ხელფასების სხვაობის მიზეზები გამეგო. მას შემდეგ ათ წელიწადზე მეტი გავიდა და ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი სტატიას აქვეყნებს იმ ექსპერიმენტული მტკიცებულებების გამოყენებით, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგებმა შევაგროვეთ და გავაანალიზეთ შრომის ბაზრის თავისებურებების შესახებ ეთნიკურ უმცირესობებსა და ქალებთან მიმართებაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის 2007-2008 წლის მონაცემებზე დაყრ...
Rate this blog entry:
Continue reading
650
0 Comments
Write a Comment
ნოე
20

შეიძლება თუ არა ფულით ბედნიერების ყიდვა? კვლევა ერევნის მაგალითზე

უკვე ოთხი წელია, ერევანში აღარ ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში, რამდენჯერაც ჩემს ქალაქში დავბრუნდი, უფრო და უფრო მეტი კაფე  (თანაც ძვირადღირებული და გაპრანჭული) შევნიშნე. დროთა განმავლობაში, ისიც შევამჩნიე, რომ კაფეების მომხმარებელთა რაოდენობაც იმატებს. ჰოდა, დავინტერესდი, მეჩვენება თუ ყველაფერი მართლაც ასეა. განსაკუთრებით ის პარადოქსული ფაქტი მაბნევს, რომ ხალხი ხელფასებსა და ცხოვრების პირობებზე გამუდმებით წუწუნებს, მაგრამ კაფეებში ფულის ხარჯვას მაინც არ ერიდებიან. ამის სანაცვლოდ ფული რომ დაეზოგათ და ცხოვრების პირობები გრძელვადიან პერიოდში გაეუმჯობე...
Rate this blog entry:
Continue reading
711
0 Comments
Write a Comment
ივლ
02

მოხვდება საქართველო ოდესმე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე?

„საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი. ქვეყანა პატარა (მოსახლეობა 5 მლნ-ზე  ნაკლებია) და უკიდურესად ღარიბია (დღესაც კი საშუალო წლიური შემოსავალი 4,000 აშშ დოლარზე ნაკლებია). თუმცა, თუ საქართველო ხორვატიასავით მდიდარი გახდება, ისიც შეძლებს უემბლის სტადიონზე ინგლისის დამარცხებას,“ – სიმონ კუპერი და სტეფან ჟიმანსკი, სოკერნომიქსი (2006 წ., გვ. 287). „ფეხბურთი დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქართველოში,“ – ცნობილი ხუმრობა ქართულ ფეხბურთზე. ამ ზაფხულს რუსეთი კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად როგორც FIFA-ს 21...
Rate this blog entry:
Continue reading
1127
0 Comments
Write a Comment
მარ
26

პეპსი, მაკდონალდსი და აღთქმული მიწა

1991 წელს დავესწარი კონფერენციას „აქვს თუ არა სოციალიზმს მომავალი?“, რომელსაც ჩემმა ალმა მატერმა, იერუსალიმის ებრაულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სესიაში, რომელიც ყველაზე ნათლად დამამახსოვრდა, უნგრელი დისიდენტი პოეტი მონაწილეობდა, რომელიც არაეფექტურ კომუნისტურ პროპაგანდას დასცინოდა. „კომუნისტები, – უყვებოდა პოეტი დადებითად განწყობილ აუდიტორიას, – ცდილობდნენ, დავეჯერებინეთ, რომ ჯინსები ახალგაზრდა მამაკაცებში იმპოტენციას იწვევს, კოკა-კოლა კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა“. ამ დროს საკონფერენციო დარბაზის ბოლოში გაისმა ქალის აკანკალებული ხმა: „კი მაგრამ...
Rate this blog entry:
Continue reading
1144
0 Comments
Write a Comment
მაი
29

მეტი თანასწორობა მეტი ზრდისთვის

ჯერ კიდევ XII საუკუნეში წერდა კაცებისა და ქალების თანასწორობაზე უდიდესი ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველი. რამდენად ვიზიარებთ მის იდეებს დღეს? ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები აქვთ მიწის ფლობაზე, მემკვიდრეობის მიღებაზე. თუმცა საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მიწის საკუთრების საკითხებს დიდწილად კულტურული ფასეულობები განსაზღვრავს. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიწა მემკვიდრეობით ქალს დარჩეს. მიწა ფასეული აქტივია და ტრადიციები...
Rate this blog entry:
Continue reading
1332
0 Comments
Write a Comment

Our Partners