ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლარის მიმართ ისევ გაუფასურდა. ქართულმა ვალუტამ დაახლოებით რვა თეთრით იკლო და მედიაში, პოლიტიკურ წრეებსა და ექსპერტებს შორის მღელვარების მორიგი ტალღა გამოიწვია. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი მერყეობაა, რომელიც გამოწვეულია უარყოფითი მოლოდინებით, თურქული ლირის გაუფასურებით და დოლარის გლობალური გამყარებით და, შესაბამისად, ბოლოდროინდელი მოვლენები დაკავშირებული არ არის ეკონიმიკის ფუნამენტურ ფაქტორებთან; მეორე მხრივ, ოპოზიციის წევრებმაც არ დააყოვნეს და ლარის გაუფასურების მიზეზად არაკომ...