ISET

საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ეს იგივე ზრდის ტემპია, რაც 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა,  რის შედეგადაც სექტორში გამოშვება 3.5%-ით შემცირდა. 2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო და 0.7% შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7.7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი 8.0% იყო.

ქვეყნის მთლიან მშპ-ში სოფლის მეურნეობის დაბალი წილი გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წელს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 6.4% იყო (CIA-ს შეფასება). ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია განვითარებულ ქვეყნებში და 1%-დან 3%-მდე მერყეობს. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისათვის ამ მაჩვენებლის შემცირება არ იქნებოდა საზიანო, რომ არა ერთი ფაქტი - საქართველოში სამუშაო ძალის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 26% იყო, თუმცა განვითარებულ (OECD-ის) ქვეყნებში იგი 5%-ს არ სცდება.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებლით (40%-ის ფარგლებში), საქართველო ისეთი ქვეყნების რიცხვშია, როგორიცაა გაბონი, განა, ჰაიტი, ინდოეთი, კენია, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, ვიეტნამი და სხვ. თუ მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებში ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევხედავთ, ყველა მათგანს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საქართველოს: აზერბაიჯანი - 37%, სომხეთი - 33%, თურქეთი - 19%, რუსეთი - 7%.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფერმერთა უმრავლესობა მიეკუთვნება ე.წ. „შემთხვევით ფერმერებს“ და არა „მოწოდებით ფერმერებს“, სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაღალ მაჩვენებელს იწვევს ისიც, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში სამუშაო ადგილების სიმცირეა. ამასთანავე, „შემთხვევითი ფერმერების“ უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ცოდნისა და უნარების მხრივ. ამდენად, სოფლის მეურნეობაში არსებული მაღალი დასაქმების მაჩვენებელი და მშპ-ში ამ სექტორის შემცირებული წილი იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა პროფესიული განათლების გაძლიერება და სტრუქტურული ცვლილებები სექტორში.

სრული ანგარიშის ჩამოტვირთვა

 

აგრო მიმოხილვის პუბლიკაციები

  • მაისი 2019 | აგრო მიმოხილვა

    აგროდაზღვევის პროგრამა დაიწყო 2014 წლის სექტემბერში. პროგრამა სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ და ხორციელდება რვა სადაზღვევო კომპანიის მიერ. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 49.3 ათასი ფერმერი (უნიკალური ბენეფიციარი) დაეზღვია. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო 2014 წელს, ხოლო შემდეგ შემცირდა სახელმწიფო სუბსიდიების შემცირების (90% -დან 70% -მდე) გამო. ამასთანავე, შემდეგ წლებში გადაიწია პროგრამის დაწყების თარიღმა და ახალი მოთხოვნები დაინერგა პროგრამის განხორციელებისას. Read More
  • აპრილი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2018 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) სოფლის მეურნეობაში შეადგინა 15.9 მლნ აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი პუი 2018 წელს შემცირდა 2017 წელთან შედარებით, პუი სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვნად გაიზარდა (28.2%-ით). 2018 წელს, ყველაზე მაღალი პუი სოფლის მეურნეობაში დაფიქსირდა მეორე კვარტალში, ხოლო პირველ კვარტალში დაფიქსირდა მცირე ოდენობით კაპიტალის გადინება (უარყოფუთი პუი), რასაც შემდეგ მოჰყვა მნიშვნელოვანი ზრდა მომდევნო კვარტლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზრდება, სოფლის მეურნეობაში პუი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში წარმოების ზრდისთვის. Read More
  • მარტი 2019 | აგრო მიმოხილვა

    საქსტატის 2018 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. ეს იგივე ზრდის ტემპია, რაც 2017 წელს დაფიქსირდა. 2017 წელი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა,  რის შედეგადაც სექტორში გამოშვება 3.5%-ით შემცირდა. 2017 წლისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობას 2018 წელს დადებითი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა ეს ზრდა საკმაოდ მოკრძალებული იყო და 0.7% შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან მშპ-ში შემცირებას განაგრძობს და 2018 წელს 7.7% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი Read More
  • თებერვალი 2019 | აგრო მიმოხილვა

    საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა  130,943 ჰა მიწა;  1,431 იურიდიულმა პირმა დაარეგისტრირა 1,793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34,131 საჯარო დაწესებულების 169,241 ჰა მიწა. 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1,212,173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ  დამატებით 301,976 ჰა. დღეისთვის მთლიანი Read More
  • იანვარი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აგრო პროდუქციის იმპორტიც გაიზარდა და მანაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად, სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) დარჩა თითქმის უცვლელი -394 მლნ. აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად ამისა, წლის ჭრილში ექპორტი გაიზარდა 23.2%-ით Read More
  • დეკემბერი 2018 | აგრო მიმოხილვა

    2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ “რძისა და რძის ნაწარმის’’ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“.  2017 წლის 1 ივლისიდან რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, აკრძალულია რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტზე ტერმინი „ყველის“ დარქმევა. დარეგულირდა კარაქის საკითხიც.  რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ეტიკეტზე, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში ტერმინი „კარაქის“ გამოყენება, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი, Read More
  • ნოემბერი 2018 | აგრო მიმოხილვა

    2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოსმენებს გადის პარლამენტში და წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიარდი ლარი იქნება. აქედან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე მოდის 332 მილიონი ლარი (მთელი ბიუჯეტის 2.4%), ხოლო უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო დაახლოებით 285 მილიონ ლარს დახარჯავს, დანარჩენი 47 მლნ. ლარი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტი მთლიანობაში 22%-ით იზრდება. რაც შეეხება მიმართულებებს, ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით გარდა Read More
  • 1
  • 2

 

 

 

Our Partners