ISET

2018 წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირებულია 0.8%-ით 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილია. მართალია, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვა სექტორებთან შედარებით უმნიშვნელოა, 2018 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელი გაცილებით აღემატება წინა წლების შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს.

გარდა გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, აღსანიშნავია ის, რომ წლევანდელი რთველი, რომელიც 20 აგვისტოს დაიწყო, პირველად, ბოლო 10 წლის განამავლობაში, მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რამაც გრძელვადიან პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და მევენახეებისა და ღვინის კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

რაც შეეხება ფასებს, 2018 წლის აგვისტოში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.5%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით ფასები გაიზარდა 3.2%-ით. 2018 წლის აგვისტოში რძისა და რძის პროდუქტების კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები გაიზარდა, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, რაც რძის შემცირებული წარმოებით აიხსნება.

2018 წლის აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა (მათ შორის საკვები პროდუქტები) შეადგინა 51 მლნ. აშშ დოლარი, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 25%-ს შეადგენს. აღნიშნული რიცხვი 7%-ით ნაკლებია 2017 წლის აგვისტოს იგივე მაჩვენებელზე. იმპორტზე დაკვირვებისას კი დადგინდა, რომ 2018 წლის აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი იყო 90 მლნ. აშშ დოლარი, რაც საქართველოს მთლიანი იმპორტის 15%-ს შეადგენს. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი გაიზარდა 3%-ით.

 

სრული ანგარიშის ჩამოტვირთვა 


აგრო მიმოხილვის პუბლიკაციები

  • თებერვალი 2019 | აგრო მიმოხილვა

    საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა. არარეგისტრირებული მიწების დიდი რაოდენობა ხელს უშლის მიწების კონსოლიდაციასა და დარგში პროდუქტიულობის გაზრდას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მიწის რეგისტრაციის 2016 წლის რეფორმის ფარგლებში, 543,139 ფიზიკურმა პირმა დაარეგისტრირა  130,943 ჰა მიწა;  1,431 იურიდიულმა პირმა დაარეგისტრირა 1,793 ჰა, ხოლო საჯარო საკუთრებაში მოექცა 34,131 საჯარო დაწესებულების 169,241 ჰა მიწა. 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებულ იქნა 1,212,173 ჰა მიწა, ხოლო შემდგომ  დამატებით 301,976 ჰა. დღეისთვის მთლიანი Read More
  • იანვარი 2019 | აგრო მიმოხილვა

    2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აგრო პროდუქციის იმპორტიც გაიზარდა და მანაც რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შედეგად, სავაჭრო ბალანსი (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) დარჩა თითქმის უცვლელი -394 მლნ. აშშ დოლარის დონეზე. მიუხედავად ამისა, წლის ჭრილში ექპორტი გაიზარდა 23.2%-ით Read More
  • დეკემბერი 2018 | აგრო მიმოხილვა

    2015 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავრობამ “რძისა და რძის ნაწარმის’’ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს „რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“.  2017 წლის 1 ივლისიდან რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად, აკრძალულია რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტზე ტერმინი „ყველის“ დარქმევა. დარეგულირდა კარაქის საკითხიც.  რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ეტიკეტზე, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში ტერმინი „კარაქის“ გამოყენება, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი, Read More
  • ნოემბერი 2018 | აგრო მიმოხილვა

    2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოსმენებს გადის პარლამენტში და წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიარდი ლარი იქნება. აქედან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე მოდის 332 მილიონი ლარი (მთელი ბიუჯეტის 2.4%), ხოლო უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო დაახლოებით 285 მილიონ ლარს დახარჯავს, დანარჩენი 47 მლნ. ლარი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტი მთლიანობაში 22%-ით იზრდება. რაც შეეხება მიმართულებებს, ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით გარდა Read More
  • ოქტომბერი 2018 | აგრო მიმოხილვა

    2015 წელს ქართული ცხვრის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა არაბეთის ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნის შედეგად. თუ 2015 წლამდე ქართული ცხვარი ექსპორტზე ძირითადად აზერბაიჯანში გადიოდა, 2015 წელს საექსპორტო ბაზრებს შეემატა არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ლიბანი და საუდის არაბეთი. უახლესი მონაცემების თანახმად, ქართული ცოცხალი ცხვრის ექსპორტი მცირდება, ხოლო ცხვრის ხორცის ექსპორტი იზრდება, რაც მიუთითებს ცხვრის ბაზრის განვითარებასა და ცხვრის ღირებულებათა ჯაჭვში უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის პოტენციალზე. რაც შეეხება ფასებს, ხორცის საექსპორტო ფასი გაცილებით აღემატება ცოცხალი წონის საექსპორტო ფასს, Read More
  • სექტემბერი 2018 | აგრო მიმოხილვა

    2018 წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირებულია 0.8%-ით 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილია. მართალია, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვა სექტორებთან შედარებით უმნიშვნელოა, 2018 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელი გაცილებით აღემატება წინა წლების შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს. გარდა გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, აღსანიშნავია ის, რომ წლევანდელი რთველი, რომელიც 20 აგვისტოს დაიწყო, პირველად, ბოლო 10 წლის განამავლობაში, მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რამაც გრძელვადიან პერიოდში Read More
  • ივნისი, 2018 წელი | აგრო მიმოხილვა

    2017 წელს, წინა წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2.1%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით, მემცენარეობაში 0.4%-იანი, მეცხოველეობაში კი 3.8%-იანი კლება ფიქსირდება. წარმოების დონის შემცირება აისახა თვითუზრუნველყოფის კოეფიცინტებზე, რომელთა უმეტესობაც ასევე შემცირებულია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები 2017 წელს შემცირებულია 2014-2016 წლების მონაცემებთან შეადრებით, როგორც პროცენტული, ისე აბსოლუტური მნიშვნელობით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ წარმოების დონის შემცირებამ გამოიწვია გაყიდვების შემცირებაც. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე შემცირებულია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კომერციალიზაციის დონე Read More
  • 1
  • 2

Our Partners