ISET
loading...

ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის უფროსის მოადგილე

Levan Pavlenishviliლევან ფავლენიშვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კურსდამთავრებული სპეციალიზაციით ენერგეტიკასა და ბუნებრივი რესურსების მართვაში. ის აგრეთვე ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს. ISET-ის მაგისტრატურაში სწავლამდე ლევანი მუშაობდა საგადასახადო კონსულტანტად ფრაისვოთერჰაუსკუპერსის თბილისის ოფისში. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ენერგეტიკისა და გარემოს პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილედ ლევანის კვლევები მიმართულია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე. თავისი კარიერის განმავლობაში ISET-ის კვლევით ინსტიტუტში ლევანი მონაწილეობდა არაერთ პროექტში, მათ შორის რეგულირების ზეგავლენის შეფასებებში, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში საქართველოს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების და ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ. ლევანის ძირითადი კვლევითი ინტერესებია: განახლებადი ენერგია, რეგულაციები ელექტროენერგეტიკის სექტორში და ენერგეტიკული უსაფრთხოება. გარდა ამისა, სამ წელზე მეტია, რაც ლევანი ასწავლის სხვადასხვა ეკონომიკურ დისციპლინებს, როგორიც არის: საერთაშორისო ვაჭრობა და ფინანსები, ეკონომეტრიკა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკას.

 

 

ლეციები, სემინარები, ტრაინგები ISET-ში

loading...

Our Partners