ISET
loading...

აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსის მოადგილე

Salome Gelashvili FINA

სალომე გელაშვილი დაიბადა სოხუმში და გაიზარდა ბელორუსეთში, ქალაქ ნავაპოლატსკში. მან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (2009 წ.), ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი კი – ISET-ში (2011 წ.).

სალომეს დიდი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების პროექტების კვლევაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. 2014 წლის ივლისში ის შემოუერთდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევით ცენტრს, როგორც უფროსი მკვლევარი. იქამდე კი ის მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „მერსი კორი“ კვლევის, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტად.

სალომე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მაკროეკონომიკის პრინციპებს ასწავლის. მისი კვლევის ინტერესის სფეროებია სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, განვითარების ეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო ვაჭრობა.

 

 

ლეციები, სემინარები, ტრაინგები ISET-ში

loading...

Our Partners