ISET
loading...

კალკულატორის მეთოდოლოგია

ინფლაცია 3.00%
ისტორიული საშუალო ამონაგები (ნომინალური) საერთაშორისო აქციებზე 7.96%
ისტორიული საშუალო ამონაგები (ნომინალური) სამთავრობო ობლიგაციებზე 6.24%
აქტივების მართვის მომსახურება 0.50% 
მოსალოდნელი წლიური რეალური ამონაგები - საშუალო რისკის შემთხვევაში (50 ობლიგაცია / 50 აქცია) 5.0% 
სიცოცხლის მოსალოდნელი  ხანგრძლივობა 60 წლის ასაკში - ქალი 21.12 
სიცოცხლის მოსალოდნელი  ხანგრძლივობა 60 წლის ასაკში - კაცი 16.54 
სიცოცხლის მოსალოდნელი  ხანგრძლივობა 65 წლის ასაკში - ქალი 16.97 
სიცოცხლის მოსალოდნელი  ხანგრძლივობა 65 წლის ასაკში - კაცი 13.34 

 

პენსიაზე გასვლის მომენტისთვის დაგროვებითი პენსიის ყოველთვიური გასაცემი თანხის ოდენობის (გამოხატული ლარში) გამოანგარიშება ხდება შემდეგი მეთოდოლოგიის გამოყენებით:

  1. ყოველთვიური დაბეგრილი შემოსავალი  იყოფა 0.8-ზე იმისთვის რომ გამოვთვალოთ ყოველთვიური დასაბეგრი (გადასახადის გადახდამდე) შემოსავლი.
  2. დასაქმებულის, დამსაქმებელისა და მთავრობის შენატანებს ენიჭებათ შესაბამისი წილები  (თუ პიროვნება არის თვითდასაქმებული, მან უნდა გადაიხადოს როგორც დაქირავებულის, ასევე დამსაქმებლის წილი) რის შემდეგაც ვითვლით თითოეული მხარის მიერ  ყოველწლლიური შენატანების რაოდენობას.
  3. იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ზედა ზღვარი მის შენატანზე (ყოველთვიურად 2% 2,000 ლარამდე შემოსავალზე და 1% 2,001-დან 5,000 ლარამდე შემოსავალზე), არის განსაზღვრული ნომინალური ღირებულებით, ამ ზღვარის რეალური ღირებულება მცირდება დროთა განმავლობაში. მთავრობის წილის გამოაგარიშებისას ეს ფაქტი იქნა გათვალისწინებული. ამავდროულად, ვუშვებთ რომ ხელფასები ინარჩუნებენ მათ რეალურ ღირებულებას (ხელფასები იზრდება ინფლაციის ზრდასთან ერთად).
  4. ხდება ყოველწლიური შენატანებისა და ინვესტიციაზე ამონაგების აკუმულირება, პირველი წლიდან პენსიაზე გასვლის თარიღამდე. მიღებულ თანხას ვაკლებთ აქტივების მართვის მოსაკრებელს (0.5% წინა პერიოდის ბოლოსთვის არსებულ მთლიან აქტოვებზე).  ამონაგები ინვესტიციაზე განისაზღვრება როგორც რეალური ამონაგები პორტფელზე, რომლის 50%-ს წარმოადგენს სამთავრობო ობლიგაციები, ხოლო 50%-ს საერთაშორისო აქციები. აქტივების ორ კატეგორიაზე ამონაგების შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი ნიშნულები: მსოფლიო სამთავრობო ობლიგაციების ინდექსი (და  MSCI მსოფლიო ინდექსი.
  5. დაგროვებითი პენსიის ყოველთვიური გასაცემი თანხა გამოითვლება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისათვის დარიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების, ამავე მომენტისთვის მონაწილის  სიცოცხლის მოსალოდნელ  ხანგრძლივობაზე გაყოფით.  (გამოხატული თვეებში).

ლეციები, სემინარები, ტრაინგები ISET-ში

loading...

Our Partners